22 წლის მილიარდერმა ტელევარსკვლავმა კაილი ჯენერმა და 28 წლის მომღერალმა, ტრევის სკოტმა დროებით დაშორება გადაწყვიტეს. ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ.
წყვილთან დაახლოებული პირის ცნობით, მათ ურთიერთობაში პაუზა აიღეს გრძნობებში უკეთ გასარკვევად. ისინი ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ კაილის სკოტის ნდობა არ აქვს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილიარდერი ქორწილის გადახდას და მეორე შვილის ყოლას აპირებდა.
ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი 2017 წლის გაზაფხულიდან არიან ერთად და წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, შტორმი შეეძინათ.