ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 2019 წლის აგვისტოში გადატანილი ინსულტის შემდეგ გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა. Le Figaro-ს ცნობით, 83 წლის მსახიობს ფილმში „მსგავსება“ გადაიღებენ.
ფილმი კინოგაქირავებაში 27 ნოემბერს გამოვა. ბოლოს ლეგენდარული მსახიობი გადასაღებ მოედანზე 2008 წელს იყო. ის გადაიღეს ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“.
გამოცემის ცნობით, მსახიობმა გადასაღებ მოედანზე 1 დღე გაატარა. ახალი ფილმი ტელევიზიის სამყაროზეა, სადაც ალენ დელონი საკუთარ თავს თამაშობს.
ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში აგვისტოში გადაიყვანეს.
კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. 20 მაისს კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.