ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის N21-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 64 000 ლარია.