სასექსის ჰერცოგინია მეგანი ბრიტანულ ტაბლოიდ Mail On Sundays-ს უჩივის, რომელმაც მისი ხელნაწერი წერილი გამოაქვეყნა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტაბლოიდმა მეგანზე არაერთი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა სარჩელი მხოლოდ მარკლის მიერ მამამისისთვის მიწერილ წერილს ეხება.
Mail On Sundays Daily Mail-ის საკვირაო გამოცემაა. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მეგანის ქმარმა პრინცმა ჰარიმ გაავრცელა. მისი თქმით, ის ცოლის ტანჯვას ჩუმად ვეღარ უყურებს.
„ეს ბულინგია, რომელიც ხალხს აშინებს და აჩუმებს. ყველამ ვიცით, რომ ასეთი საქციელი ნებისმიერ დონეზე მიუღებელია. დედა დავკარგე და ახლა ვხედავ, როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი“, - აცხადებს ჰარი.
Mail On Sundays-ში სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.