ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე წიგნს წერს

ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე წიგნს წერს

კვენტინ ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის ამერიკელ მონაწილეზე წიგნს წერს, რომელსაც ომის ტრავმის გამო ჰოლივუდური ფილმები სძულდება და მათ ნაცვლად ინტერესი უჩნდება აკირა კურასავას და ფედერიკო ფელინის ნამუშევრების მიმართ.

ამის შესახებ ტარანტინომ მარტინ სკორსეზესთან საუბარში თქვა, რომელიც ნაწერის სახით ამერიკის რეჟისორთა გილდიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ტარანტინო ამბობს, მისი წიგნის პერსონაჟი ომიდან, სადაც ბევრი სისხლი ნახა, სახლში ბრუნდება: "დგება 1950 წელი და მას კინემატოგრაფიაზე აღარ აქვს რეაქცია. მას შემდეგ რაც გამოიარა, ფილმები უკვე საბავშვო სურათებად ეჩვენება. მოულოდნელად გაიგებს კურასავის და ფელინის ნამუშევრების შესახებ: "იქნებ იქ იყოს უფრო მეტი, ვიდრე ყალბი ჰოლივუდური მასალაა". და მას ითრევს ის ნამუშევრები - რაღაც მოსწონს, რაღაც - არა, რაღაც არ ესმის, თუმცა აცნობიერებს, რომ განსაკუთრებულს უყურებს", - ამბობს ტარანტინო სკორსეზესთან.