ჩეხი მომღერალი კარელ გოტი გარდაიცვალა. ის 80 წლის იყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
სექტემბერში მომღერალმა განაცხადა, რომ ექიმებმა მას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კარელ გოტს ჩეხეთში პოპ-მუსიკის მეფეს უწოდებდნენ. მან კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო.