მეგან მარკლისათვის არჩისა და მეუღლესთან ერთად პირველი საერთო ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ დამღლელია, თუმცა როგორც Express-ის ცნობილი ბრიტანული გამოცემა წერს, მას ენერგიის შენარჩუნებაში საკუთარი დღის განრიგი ეხმარება.
ირკვევა, რომ ჰერცოგინია, მიუხედავად სტატუსისა და შესაძლებლობებისა, ინარჩუნებს ჩვეულ რუტინას და დედისგან - დორია რეგლანდისგან ნასწავლი მეთოდებით ებრძვის დაღლილობას.
ყოფილი მსახიობი რომ იოგის დიდი მოყვარულია ყველამ იცის, თუმცა მხოლოდ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის დღეს 4 საათსა და 30 წუთზე იწყებს.
ამის მიზეზი კი კვლავ იოგას ვარჯიშებია, მეგანი საკუთარ ბლოგში - The Tig-ში წერდა, რომ ეს რუტინა მთელი დღის სტრესის გადატანაში ეხმარებოდა და როგორც აღმოჩნდა, არც სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ დაუკარგავს მისი რწმენა.