ფრანგი „ადამიანი-ობობა“ გერმანიაში დააკავეს

ფრანგი „ადამიანი-ობობა“ გერმანიაში დააკავეს

გერმანიაში სამართალდამცველებმა ფრანგი „ადამიანი-ობობა“ დააკავეს, წერს Spiegel-ი. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 57 წლის ალენ რობერი ფრანკფურტში ცათამბჯენზე ავიდა. Spiegel-ის ცნობით, მან 153 მეტრიან შენობაზე ასვლას 20 წუთი მოანდომა, შემდეგ კი მიწაზე დაეშვა.

დაზუსტებული ინფორმაციით, „ადამიან-ობობას“ შესაძლოა ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით წაუყენონ.

ალენ რობერი სხვადასხვა ქვეყნებში ცათამბჯენებზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ადის.

2019 წლის იანვარში რობერი 47-სართულიან ცათამბჯენზე ავიდა. 2017 წლის ივლისში კი 20 წუთში სასტუმრო Meliá Barcelona Sky-ს ცათამბჯენზე აცოცდა. შენობის სიმაღლე 117 მეტრია.

შენობების დალაშქვრა ფრანგმა მცოცავმა 11 წლისამ დაიწყო. მას დაახლოებით 100 შენობის მწვერვალი აქვს დაპყრობილი, მათ შორისაა 828-მეტრიანი "ბურჯ ხალიფა" დუბაიში და 187-მეტრიანი კოშკი Total-ი საფრანგეთში.