სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი „ავი თვალისგან“ თავს 450 ფუნტ სტერლინგად შეფასებული სამკაულით იცავს. The Sun-ის ცნობით, ეს სამკაული მეგანს სამხრეთ აფრიკაში პრინც ჰარისთან და არჩისთან მოგზაურობის დროს თან ჰქონდა.
გამოცემა აზუსტებს, რომ 18 კარატიანი ოქროს ძეწკვი ბრილიანტებით, თურქულ სტილშია დამზადებული. ოსმანეთის იმპერიის ლეგენდის თანახმად, ეს სამკაული ნეგატივისგან იცავს ადამიანს, რომელიც შურიანი ადამიანებისგან მოდის. ასევე ამ სამკაულს შეუძლია ნეგატიური ენერგიის გაფანტვა.