დაღესტანში გაიმართა ქორწილი, რომელმაც ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქალაქ დერბენტში ერთდროულად 30 წყვილი დაქორწინდა, ღონისძიებას კი 10 ათასზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ახალდაქორწინებულები დაღესტანში მცხოვრებ 16 ძირითად ეროვნებას წარმოადგენენ.
ყველაზე ახალგაზრდა წყვილი 49 წლისაა, ყველაზე ასაკოვანმა კი თანაცხოვრების 60 წლის იუბილე აღნიშნა.
ცერემონიამ ერთდროულად ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - როგორც ყველაზე მრავალეროვნულმა ქორწილმა და სტუმართა რაოდენობის მხრივ. ორივე მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა.