ცნობილი მსახიობები ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი, დემი მურის სკანდალური წიგნის გამოსვლის შემდეგ დისნეილენდის პარკს სტუმრობდნენ. უცხოური ტაბლოიდების თქმით, წყვილი სკანდალს ცოტა ხნით გაექცა და გამოქვეყნებული სურათებიდან კარგად ჩანს, რომ ერთად თავს ბედნიერად გრძნობს, ამით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეშტონის ყოფილი ცოლის აღიარება მათ ურთიერთობაზე გავლენას ვერ იქონიებს.
ოჯახი დისნეილენდის პარკს სრული შემადგენლობით ეწვია უქმეების მხიარულად გასატარებლად.
დემი მურმა ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც ყოფილ ქმართან დაშორების დეტალებს აღწერს. მისი ცნობით, მეუღლის მხრიდან ღალატის გამო დეპრესიაში მყოფმა დემი მურმა ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა.
წყვილი ერთმანეთს 2013 წელს სკანდალურად დაშორდა. ამის შემდეგ კატჩერმა მილა კუნისზე იქორწინა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.