60 წლის ბრიტანელი პორნოფილმის ყურების დროს გარდაიცვალა. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, შემთხვევა იტალიის ქალაქ ვენეციაში მოხდა.
ბრიტანელი ტურისტი ვენეციის ერთ-ერთ სექსშოპში შევდა და პერსონალურ ოთახში პორნოფილმის ყურების სანაცვლოდ 5 ევრო გადაიხადა.
მაღაზიის თანამშრომლების თქმით, ამ ფულის სანაცვლოდ ადამიანს ოთახი 15 წუთით ეთმობა. როდესაც ოთახში ბრიტანელის შესვლიდან ნახევარი საათი გავიდა, მათ კარი გააღეს და კაცი უგონო მდგომარეობაში, იატაკზე აღმოაჩინეს.
სექსშოპის პერსონალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ექიმებმა ბრიტანელი კაცის გარდაცვალება დაადასტურეს. ადგილობრივმა პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.