საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას, ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დავით ზალკალიანი საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
„არ მგონია, რომ დავით ზალკალიანმა განმარტებებს რაიმე დააკლო, როცა შეხვედრაზე საუბრობდა. ინიციატორზე ათასჯერ არის კითხვა დასმული. საქართველოს თემა და პრობლემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტი გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არ არის დაცილებული იმ პოზიციასთან, რასაც საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ჰქვია. ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი. ოპოზიცია რა სისულელეებსაც ამბობს, პასუხს არ გავცემ. პრობლემა არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ. რაც შეეხება ფრენებს, პასუხი არ მაქვს, შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია დავით ზალკალიანს უახლოეს მომავალში ჰქონდეს, რომელიც პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ან რატომ არის დასამალი? - პოლიტიკური ბულინგის გეშინიათ, გოდოს... რა იყო და, ნატოს ამაოდ მომლოდინე ნაცებისაგან?
ვისაც უჭირს, იმან უნდა გამოიჩინოს ინიციატივა თავისი გასაჭირის საშველად, აბა, დალხინებულს უნდა ელოდოს, როდის შეეკითხება აქეთ - ჩემთან პრობლემის მოგვარება ხომ არ გინდაო?!
რუსეთმა 08-ში საბოლოოდ გაინაღდა, რაც უნდოდა: დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა განდგომილი რეგიონები და მათ "მთავრობებთან" შეთანხმებით, განათავსა იქ სამხედრო ბაზები (რითაც, ფაქტიურად, გზა გადაუკეტა ნატოს აქ შემოსასვლელად). მეტი არ სჭირდებოდა, თორემ თბილისის აღებას ზუსტად იმდენ ხანში შესძლებდა რუსის ჯარი, რამდენიც მძიმე ტექნიკის გადაადგილებას მოუნდებოდა გორიდან თბილისამდე! - ხომ ვიცით ეს?
რუსეთთან ომის თავი რომ არა გვაქვს, დავრწმუნდით!
არც აშშ და არც ნატო რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთს თოფს არ ესვრის, ესეც პირდაპირ განგვიცხადეს მრავალგზის!
არც ჟენევის, არც მონტევიდეოს და არც კუალა-ლუმპურის "ფორმატი" რომ არავითარ შედეგს არ იძლევა, ამასაც ხომ ვხედავთ?!
მავთულხლართები კი სულ უფრო უახლოვდება აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალს და ეს მცოცავი ოკუპაცია ვერ შეაჩერა ისეთმა გონივრულმა ხერხმაც კი, როგორიც იყო შარვლების ჩახდა და მტრისთვის შიშველი უკანალების ჩვენება.
ვისაც მიგაჩნიათ, რომ (ამ ყველაფრის ფონზე!), რუსეთთან დალაპარაკება ტეხავს... კიდევ რა ვარიანტი გაქვთ?
ა რ ა ფ ე რ ი !.. იმის გარდა, რომ მანტრასავით იმეოროთ: - " რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ოკუპანტია!!! "
ოკუპანტი როა და შენ რომ არაფრის ტ...ი არა გაქვს მის წინააღმდეგ, იმიტომ უნდა დაელაპარაკო და იმაზე მაინც შეთანხმდეთ, რომ კიდევ უარესი არ დაგმართოს!.. თორემ რუსეთს, პირდაპირი სამხედრო აგრესიის გარეშეც, ბევრნაირი რესურსი აქვს შენს გასამწარებლად...