შეიცანი საქართველოს ისტორია

შეიცანი საქართველოს ისტორია

ჩუღურეთის გამგეობის ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიონში არსებული 14 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის, სპორტულ-შემეცნებითი თამაში “შეიცანი საქართველოს ისტორია“ გაიმართა. შეჯიბრის დასაწყისში, გუნდებს დაურიგდათ სპეციალურად თამაშისთვის შექმნილი საქართველოს რუქა, სადაც განლაგებული იყო ქალაქები.გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით დავალებებში, თითო დავალებაში გამარჯვებული იღებდა ერთ ქალაქს. შეჯიბრის ბოლოს კი, ყველაზე მეტი ქალაქის მფლობელი 24-ე საჯარო სკოლა გახდა და გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრო. „ბავშვებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება. ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ღონისძიება შედგა ლისის ტბაზე. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებისთვის მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.