რა შემთხვევაში გამოცხადდება ქვეყნიდან წასულ ექს-მაღალჩინოსნებზე ძებნა -დათა და ბაჩო ახალაიები, ზურა ადეიშვილი, დიმიტრი შაშკინი, მურთაზ ზოდელავა - მთავრობის ყოფილი წევრების ადგილმდებარეობაზე ახალი ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს, ძველი კი დუმს. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ინტერპოლით ძებნა დაიწყება მაშინვე, როგორც კი პროკურატურაში კონკრეტული საჩივრები შევა და ქვეყნიდან წასულთა ბრალეულობა გამოიკვეთება. გახმაურებული საქმეების გარდა ექს-მინისტრებს, სავარაუდოდ, იმ ფინანსურ დარღვევებსა და ვალებზეც მოუწევთ პასუხისგება, რომლებიც არჩევნების შემდეგ მიტოვებულ სამინისტროებში დატოვეს.