ემის დაჯილდოების შემდეგ, გვინეტ პელტროუ Today-ს შოუში გამოჩნდა და ამჯერად ყურადღება იუმორის წყალობით მიიქცია, რამაც არც მეტი არც ნაკლები შვილების შესახებ საკმაოდ უცნაური ეპითეტი ათქმევინა.
სავანასთან საუბარში, რომელიც თავადაც ორი პატარის დედაა და აინტერესებდა თუ რას ნიშნავს თინეიჯერების აღზრდა, გვინეტმა მათთან ურთიერთობას საუკეთესო უწოდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სტრესული მომენტების გარეშე ესეც გამორიცხულია.
მსახიობს ორი საერთო შვილი ჰყავს ყოფილი მეუღლის - კრის მარტინისგან. ეფლ მარტინი 15 წლისაა, მოსე კი 13-ის, რის გამოც მათ უკვე შეუძლიათ სხვადასხვა თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან.
"ისინი არაჩვეულებრივები არიან, მათ საუბარი შეუძლიათ. შეუძლიათ რაღაც საკითხები გაანალიზონ და ეს საუკეთესო რამაა, თუმცა ზოგჯერ.. შეიძლება di*k-ებიც ხდებიან," - აღნიშნა მან.