რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშანი ისევ კრიტიკის ობიექტია.
როგორც იცით 38 წლის კიმს საკუთარი თეთრეულის ხაზი აქვს, SKIMS.
ცოტა ხნის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი რომ თურქეთში მზადდება. კიმი თავად სომეხია, სომხეთის მოქალაქეებისგან უამრავი პოსტი გავრცელდა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს პროდუქცია დამზაბული თურქეთში, არამედ სომხეთში.
კარდაშიანმა აჟიოტაჟს თვითერის პოსტით უპასუხა: "მე როდესაც ჩემი გეგმის განხორციელება მინდოდა, გადაწყვეტილება სპეციალისტებთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად მივიღე, ჩემი პროდუქცია თურქეთში მზადდება, მინდა დავივიწყოთ ყველაფერი რაც წარსულში იყო, დისკრიმინაციას ვგმობ!"