ირინა შეიკი მილანის მოდის კვირეულის შემდეგ შვილთან ერთად გამოჩნდა

ირინა შეიკი მილანის მოდის კვირეულის შემდეგ შვილთან ერთად გამოჩნდა

მილანის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ მოდელი ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. უცხოური ტაბლოიდების ცნობით, მოდელმა დასვენება გადაწყვიტა და ნიუ-იორკში დაბრუნდა.

პაპარაცებმა დედა-შვილი სეირნობის დროს დააფიქსირეს. ირინამ Star War-ის პრინტიანი ცისფერი პერანგი და ჩექმები მოირგო, ლეას კი ბალერინას კაბა ეცვა.

ირინა შეიკი ნიუ-იორკის, ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულებზე ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო, მან მოდის წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა.

ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ, თუმცა, დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.