22 წლის ცნობილი ამერიკელი მოდელი და მილიარდერი კაილი ჯენერი ექსტრემალურ სიტუაციაში ლოს-ანჯელესის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, წერს გამოცემა TMZ-ი წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე ჯენერი პარიზში მოდის კვირეულზე გეგმავდა გამგზავრებას, თუმცა Iნსტაგრამ-ზე დაწერა, რომ ავად გახდა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ შოუს გამოტოვებს, რომელსაც მისი გუნდი დაესწრება.
გამოცემის ცნობით, მოდელს სავარაუდოდ გრიპი აქვს. მას გული ერევა და თავბრუსხვევას უჩივის. ჯენერი უმაღლეს სამედიცინო მომსახურებას იღებს, თუმცა დიაგნოზი ამ დრომდე არ ხმაურდება.
დაახლოებით ორი კვირის წინ კაილი ჯენერი ჟურნალ Playboy-სთვის გაშიშვლდა.
კაილი ჯენერი ცნობილი კარდაშიანების ოჯახის წევრი და კოსმეტიკური ბრენდის Kყლიე ჩოსმეტიცს-ის მფლობელია. ამ საქმიანობამ მას პირველი მილიარდი მოუტანა. ტრევის სკოტთან, რომელთანაც ქალიშვილი შტორმი ჰყავს, უკვე დიდიხანია რაც იმყოფება. ტაბლოიდები წერენ, მალე გულშემატკივრები მათ ქორწილს იხილავენ.