მედია: CIA-ს ოფიცერი, რომელმაც ტრამპს უჩივლა, ადრე თეთრ სახლში მუშაობდა

მედია: CIA-ს ოფიცერი, რომელმაც ტრამპს უჩივლა, ადრე თეთრ სახლში მუშაობდა

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ოფიცერმა დაწერა.

New York Times-ის ინფორმაციით, ოფიცერი ადრე თეთრ სახლშიც მუშაობდა. საჩივრის ავტორის თქმით, თეთრი სახლის ოფიციალური პირები ცდილობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბრის ყველა დეტალი დაბლოკონ.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა  გამოქვეყნა.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.

„აშშ-ის პრეზიდენტი მისი პოლიტიკური მეტოქის, ყოფილ ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებული გამოძიებისკენ არ მიბიძგებდა“, ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრისას კომენტირებისას თქვა.

ტრამპის მოწინააღმდეგეები აშშ-ის პრეზიდენტს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მან ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას დაუკავშირა.

სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისთან, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.

აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ, რომელმაც უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საფუძველი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის.