ჭინჭრის სალათა კვერცხითა და კიტრით

ჭინჭრის სალათა კვერცხითა და კიტრით

არომატული და მსუბუქი სალათა, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია. თანაც, ჭინჭარი სასარგებლოა, ასე რომ, გაამდიდრეთ თქვენი მენიუ ამ კერძით.

ინგრედიენტები

კიტრი - 1 ცალი

კვერცხი - 3 ცალი

ჭინჭარი - 1 კონა

კომბოსტო (ნახევარი თავი)

ბარდის კონსერვი - 1 ს/კ

მაიონეზი - 2 ს/კ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

გავრეცხოთ ბოსტნეული, მოვხარშოთ კვერცხი. ჭინჭარი ჩავდოთ ღრმა ჯამში და დავასხათ ადუღებული წყალი.

დავტოვოთ რამოდენიმე წუთი, გადავწუროთ და წვრილად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ კვერცხი. ასევე წვრილად დავკეპოთ კომბოსტო.

კიტრი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. შევურიოთ ერთმანეთს ყველა კომპონენტი. მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ბარდა და გავიტანოთ სუფრაზე.