ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრებზე ივანმა ტრამპის ჩაცმულობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. Hollywood Life-ის ცნობით, "გაეროს გენერალური ასამბლეის შენობის ერთ-ერთ ოთახში ფაქტია, რომ ძალიან სცივა, თან ივანკა ტრამპს ნიუ-იორკში გამგზავრების წინ ჩანთაში თავისი საცვლების ნაწილის ჩადება დაავიწყდა".
ივანკა ტრამპს ორშაბათს გამართულ შეხვედრებზე ნაზი ლურჯი ფერის ზედატანი და ყვითელი ვარდებით გაფორმებული თეთრი ქვედაბოლო ეცვა, თუმცა ყურადღება მისმა მკერდმა მიიპყრო - ფოტოების მიხედვით, სავარაუდოდ მას ბიუსტჰალტერი არ აცვია.
როგორც Hollywood Life-ი წერს, სხვა მხრივ ივანკა ტრამპს საკმაოდ ლამაზად ეცვა.