დემი მურის თქმით 15 წლის იყო როდესაც დედის თანხმობით გააუპატიურეს

დემი მურის თქმით 15 წლის იყო როდესაც დედის თანხმობით გააუპატიურეს

ამერიკელმა მსახიობმა დემი მურმა განაცხადა, რომ გარდატეხის ასაკში დედამისის ნაცნობმა გააუპატიურა. ამის შესახებ მან გადაცემა Good Morning America-ს ეთერში ინტერვიუს დროს თქვა.

მსახიობის თქმით, დედამისი ვირჯინია კინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. როდესაც ქმარმა მიატოვა, ის ხშირად დადიოდა ბარებში, თან დემი მურიც მიჰყავდა, რათა ირგვლივ მყოფების ყურადღება მიეპყრო. როდესაც მსახიობი 15 წლის იყო, სახლში დაბრუნებულს დედამისთან ერთად უცხო კაცი დახვდა. მან გააუპატიურა მსახიობი შემდეგ კი ჰკითხა: "როგორია როცა დედა 500 დოლარად გყიდის?"

"გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ეს არ იყო პირდაპირი გარიგება, თუმცა მან [დედამ] ამ კაცს ჩემზე უფლება მისცა. მან [დედამ] მე მატკინა", - თქვა მსახიობმა.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც ყვება, რომ მეუღლის ეშტონ კატჩერის მხრიდან ღალატიდან ორი თვის შემდეგ მან ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა.