ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზემო ჩუღურეთში, „იას ბაღში“ მდებარე სპორტულ მოედანზე, 13-14 წლის სკოლის მოსწავლეებს შორის, მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს 29-ე და 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ. მატჩში გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა, ფინალისტის თასი კი 29-ე სკოლას ერგო.
გამარჯვებულები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად თასით, მედლებითა და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერით დააჯილდოვა.
„მართლაც შესანიშნავი ტურნირი გამოგვივიდა, ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გულშემატკივრებიც ემოციებს არ იშურებდნენ. ჩემპიონატში მონაწილე 140 ბავშვიდან აირჩა 11 ფეხბურთელი, რომელიც 25 სექტემბერს, ქვემო ქართლში მცხოვრები თანატოლებისგან შემდგარ გუნდს, ჩუღურეთის რაიონის სახელით, ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს. ორივე გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.