სექსსკანდანდალის გამო პლასიდო დომინგომ მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა

სექსსკანდანდალის გამო პლასიდო დომინგომ მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ესპანელი საოპერო მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში აღარ იმღერებს. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახება განცხადება თავად ტენორმა გაავრცელა. ინფორნაციას ოპერის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ დომინგო 25 სექტემბერს ჯუზეპე ვერდის „მაკბეტის“ პრემიერაზე წამყვან პარტიას შეასრულებდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან 150 წამყვანი პარტია შეასრულა და მეტროპოლიტენის ოპერის სეზონი არანაკლებ 21-ჯერ გახსნა, სადაც 51 წლის განმავლობაში გამოდიოდა.

ლეგენდარული მომღერალი  სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა,  რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. ცოტა ხნის წინ კი დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.