პეკინში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი გაიხსნა

პეკინში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი გაიხსნა

ჩინეთში დასინის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი საჰაერო ჰაბია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ტერმინალი, რომელიც პეკინის ცენტრიდან 46 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ზაჰი ჰადიდის პროექტით ააშენეს. მშენებლობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე 63 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ახალ აეროპორტს 4 ასაფრენი ბილიკი აქვს. 2025 წლისთვის ის წელიწადში 72 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 100 მილიონამდე გაიზრდება.