ოფიციალური სამეფო ვიზიტის ფარგლებში მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პატარა ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკას ახლახანს ესტუმრენ.
სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, რომ აფრიკელი ბავშვებისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს mothers2mothers-ს არჩის საჩუქრები გადასცეს, რომელიც პატარას დაბადების შემდგომ ოჯახის ახლობლებმა და სხვადასხვა კომპანიებმა უსახსოვრეს.
როგორც მეგანი ამბობს, ის ძალიან მადლიერია ამდენი ძვირფასი საჩუქრის მიღების გამო, მაგრამ არჩი მალე იზრდება და ვერ ასწრებს ყველაფრის მორგებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ნივთები იმათთვის გადაეცათ, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.