მოხდა თუ არა კორუფციული გარიგება ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერში. ტენდერის ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას უპირისპირდება. ლალი მეტრეველი იხსენებს, რომ 2010 წელს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი კონკურსს განგებ გამოთიშეს. კომპანია მერიდიანის ხელმძღვანელის მტკიცებით, ტენდერის დროს ქალაქის მთავრობა გაერთიანება თბილისის მიკროავტობუსებს ლობირებდა, რომლის უკან ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები-შარანგიები დგანან.