რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა ნიკოლას კეიჯმა აღმოაჩინა რომ მშვილდოსნობის ნიჭი გააჩნდა.
იმ პერიოდში კეიჯი მხატვრული სურათი „ამინდის ადამიანის“ გადაღებებში მონაწილეობდა. ფილმის მიმდინარეობისას მშვილდისრიდან სროლა რამდენჯერმე მოუწია.
ეს საქმიანობა ისე მოეწონა, რომ ყველა ტრიუკი თავად შეასრულა და დუბლიორის დახმარება არ დასჭირვებია.
ფილმის გადაღებების დასრულებიდან დიდი დრო გავიდა. კეიჯი მუდმივად დაკავებული ბრძანდებოდა და სპორტის ამ სახეობაში სავარჯიშოდ არ ეცალა.
ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობმა თავისუფალი დრო გამონახა, პირადი მწვრთნელი აიყვანა და მშვილდოსნობაში სერიოზული ვარჯიში დაიწყო.
„აღმოვაჩინე რომ მსახიობობის გარდა, მშვილდოსნობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სპორტის ამ სახეობით სერიოზულად დავინტერესდი და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გარკვეულ წარმატებებს მივაღწევ.“ - განაცხადა ნიკოლას კეიჯმა.