10 ვარსკვლავი, რომელზეც არ იცოდით, რომ მასწავლებელი იყო

10 ვარსკვლავი, რომელზეც არ იცოდით, რომ მასწავლებელი იყო

ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი ინგლისურის მასწავლებელი მაგალითად ბენედიქტ კამბერბეჩი ყოფილიყო? თუ კი, მაშინ გილოცავთ, თქვენი ოცნებები სრულიად რეალისტური ყოფილა.

საქმე ის არის, რომ არსებობს უამრავი ცნობილი ადამიანი, რომელზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ თავიანთ ვარსკვლავურ ცხოვრებამდე, სრულიად სხვა პროფესიით, მასწავლებლობით ყოფილან დაკავებული.

აი, 10 მათგანს ახლავე ჩამოგითვლით:

ჰიუ ჯეკმანი

აღმოჩნდა, რომ X ადამიანების ვარსკვლავი წარსულში საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.

ბენედიქტ კამბერბეჩი

ბენედიქტ კამბერბეჩი ინდოეთში, ქალაქ დარდჯილიგში ასწავლიდა ინგლისურს.

ჯონ კრასინსკი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ კრასინსკიც მასწავლებელი ყოფილა — ის რაღაც პერიოდი კოსტა-რიკაში ასწავლიდა ინგლისურს.

ჯოან როულინგი

მართალია, ჯერ ის გვახსენდება, რომ ჯოან როულინგი პირველი მილიარდერი ქალია, რომელმაც ამდენი ფული წიგნების წერით იშოვა, თუმცა, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ პორტუგალიაში ინგლისურის მასწავლებელი იყო.

სტინგი

ინგლისელი მუსიკოსი სტინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოსაც ეწვია, ერთ დროს, ინგლისში მასწავლებლად მუშაობდა.

ბრაიან მეი

ბრაიან მეი, ლეგენდარული Queen-ის გიტარისტი, ჩვენი სიის ღირსეული წევრია. ის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

სტივენ კინგი

ამერიკელი მწერალი სტივენ კინგიც საშუალო სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს, იქამდე, სანამ თავის პირველ რომანს, კერის დაწერდა და გამოაქვეყნებდა.

ბილი კრისტალი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ბილი კრისტალი სათადარიგო მასწავლებლად მუშაობდა.

შერილ კროუ

ამერიკელი მუსიკოსი შერილ კროუც, იქამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა მუსიკის მასწავლებელი იყო.

ჯესი უილიამსი

და ბოლოს, პოპულარული მსახიობი და მოდელი ჯესი უილიამსიც საშუალო სკოლაში ასწავლიდა. ჯესი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სერიალ გრეის ანატომიიდან შეიყვარეს.