ვინ არის ლევან აბურჯანია და რატომ უპირისპირდება მას რუსთავის ციხის პატიმართა ნაწილი. მე-16 საპყრობილის ახალი ხელმძღვანელით მეცხრე არხი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდნეიმე პატიმარმა მისი გადაყენება მოითხოვა. პატიმართა მტკიცებით, აბურჯანია საკნებში მყოფებს ემუქრება. ციხის ახალი უფროსი სასჯელაღსრულების სისტემაში შინაგან საქმეთა სამინიტროდან მივიდა. აბურჯანიას პოლიციაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს.