ამერიკელი მოდელი და ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი Instagram-ზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. შემდეგ კი პროექტის „სილამაზე და ჯანმრთელობის“ ფარგლებში გამოცემა Poosh- ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომ წლების განმავლობაში ფსორიაზი სტანჯავს. ის ამ დაავადებას 13 წლიდან ებრძვის. თუმცა მხოლოდ ახლა 38 წლისამ შეძლო საკუთარი თავის მიღება ისეთის, როგორიც არის.
ფსორიაზი - ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.
დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს.
გარემო ფაქტორებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა).
სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.
ამერიკელ მოდელ და ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს ექიმებმა ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით კიმ კარდაშიანს სისტემური „წითელი მგლურა“ დაუდგინდა.