„ჩემი თვალით რომ არ მენახა მშნებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი“

„ჩემი თვალით რომ არ მენახა მშნებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი“

ისტორიკოსი გიორგი კალანდია  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით  პოსტს აქვეყნებს:

თეთრი შურით შემშურდა და კიდე უფრო გული დამწყდა რომ ახალგაზრდა არა ვარ, რომ ვიყო ამ უნივერსიტეტში ნამდვილად ვისწავლიდი, აღმაშენებლის დაარსებულ გელათს მემატიანე "მეორე ათინას და სხვა იერუსალიმს" უწოდებს, იმიტომ რომ სწავლა სინათლეა, მომავალია და განუზომელი პერსპექტივაა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებაში უნდა ჩადოს! ვფიქრობ ამ შემთხვევაში პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, რადგან ის რაც შენდება და მალე დასასრულს მიუახლოვდება მხოლოდ საქართველოს მომავალს წაადგება, მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წასწევს წინ! აფერუმ ამ დიდი საქმისთვის, სიმბოლურია ქუთაისთან ახლოს იქ სადაც ოდესღაც ყველაზე სახელოვანი და ძლიერი ქართული აკადემია მოქმედებდა .  ჩემი თვალით რომ არ მენახა მშნებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი, თუმცა მშენბლობაზე მეტად უფრო  მომწონს, აქ იქნება ამაჩქარებელი, აქ მიუნჰენის უნივერსიტეტსი პროფესორები ასწავლიან ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას, ამ ტერიტორიაზე იმოქმედებს საუნივერსიტეტო კლინიკა, სწავლა იქნება ინგლისურ ენაზე! აქ იქნება მსოფლიოში ყველაზე მწვანე კამპუსი, აქაურ სტუდენტებს ექნებათ ყველაზე კომფორტული საერთო საცხოვრებელი ინდივიდუალური აბაზანებითა და სამზარეულოებით, მეტი რაღა უნდა ჩვენს მომავალ თაობას, ახლა ახალგზარდობას მხოლოდ სწავლა და ცოდნასთან ზიარება დარჩენია...