ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის ინფორმაციით, პოპულარულმა მომღერალმა რობი უილიამსმა ამერიკულ კინოკომპანია „პარამაუნტს“ საკუთარი ბიოგრაფიის ეკრანიზაციის უფლება მიჰყიდა.
38 წლის მუსიკოსს საკუთარი ცხოვრება ქაღალდზე ჯერ გადატანილი არ აქვს. სიმართლე ითქვას და ამისი დროც არ გააჩნდა.
ცნობილი გახდა, რომ უილიამსი უახლოეს მომავალში მუშაობას შეუდგება და მომავალი ფილმისთვის სცენარს თავად დაწერს.
კინოსურათში მომღერალი საკუთარი თავის გასნსახიერებას არ აპირებს, სამაგიეროდ მთავარი როლის შემსრულებლის კანდიდატს თავად ამოირჩევს.