ფაქლავა

ფაქლავა

300 გრამი კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 5 ჭიქა ფქვილში. კარგად დავზილოთ, ცალკე თასში სოდასთან ერთად,  ამ მასას ძმრიანი მაწონი დავასხათ. შევურიოთ 3-4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. ეს ყველაფერი კარგად გადავზილოთ. ცომი უნდა იყოს ისეთი, რომ თხლად იშლებოდეს. ცომი გავაჩეროთ 20 წუთი. მანამდე გავაკეთოთ გულსართი.

 

კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე, რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა. შევურიოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი ცოტ-ცოტაობით, და ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ 2 ჭიქა გატარებული ნიგოზი

 

ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად. თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. მერე დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა, გადავუსვათ გულსართი (მოვაყაროთ ქიშმიში სურვილისამებრ) მერე დავაფინოთ მეორე ფენა, გადავუსვათ გულსართი და დავაფინოთ მესამე ფენა და შემოვუკეცოთ ქვემოდან ბოლოები. შემდეგ ტაფაზევე დავჭრათ რა ზომაზეც გვინდა, ოღონდ ნაზად რადგან რბილია. ამის შემდეგ, ფაქლავა შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

 

ცხობის დრო დაახლოებით 30 წუთია. რომ გამოცხვება გამოვიღოთ, ასე 2-3 სუფრის კოვზი თაფლი გავხსნათ ცოტა წყალში და გადავუსვათ ფაქლავას.

 

მასალა:

 

300 გრ კარგად დარბილებული კარაქი,

5 ჩაის ჭიქა ფქვილი,

3-4 კვერცხის გული და ცილა გაცალკევებული,

2 ჭიქამდე შაქარი,

1 ჩაის ჭიქა მაწონი,

სოდა ძმრით,

2 ჭიქა ნიგოზი,

ქიშმიში სურვილისამებრ.