ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთად 2005 წლიდან იყვნენ. 2014-ში დაქორწინდნენ, 2016 წელს კი განქორწინება გადაწყვიტეს.
2018 წლის დეკემბერში ბავშვებზე მეურვეობის საკითხზე შეთანხმდნენ.
ამერიკულ GQ-სთან ინტერვიუში ბრედმა ანჯელინას შესახებ შეკითხვას მოკლედ უპასუხა: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი შერიგების საკითხზე".
შეგახსენებთ, რომ წყვილის კონფლიქტის მიზეზად ბრედის ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულებას და მარიონ კოტიართან ზედმეტ სიახლოვეს ასახელებენ.