რამდენიმე დღეში აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ობამა თუ რომნი. ეს საკითხი დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს. მათ რიცხვში პოპულარული ამერიკელი მსახიობებიც შედიან. რამდენიმე მათგანმა ობამას მხარდაჭერა აშკარად გამოხატა.
ჯორჯ კლუნი:
„პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს! საკმარისია მისი შესვლა ოთახში, რომ ყველა მაშინვე ჩუმდება და მის ლაპარაკს უგდებს ყურს. ასეთი ძლიერი, ქარიზმატული პრეზიდენტი დიდი ხანია არ გვყოლია. ობამამ კიდევ ერთხელ უნდა გაიმარჯვოს.“
ვუდი ალენი:
„ეს, უბრალოდ, სამარცხვინო იქნება, თუ ობამა ვერ გაიმარჯვებს. ეს ძალიან, ძალიან საშიში და დამამცირებელი აღმოჩნდება აშშ-სთვის.“
ჰოლი ბერი:
„ობამა კვლავ ჩენი პრეზიდენტი იქნება. მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ის მიბრძანებს! მზად ვარ ქუჩაში ქაღალდები და ერთჯერადი ჭიქები ავკრიფო ასფალტიდან, რათა მას გზა გავუსუფთაო.“
სპაიკ ლი:
„მე ობამას ვაძლევ ხმას, რადგან ძალიან სწორი და პროგრესული შეხედულებები გააჩნია.“
კრის როკი:
„ვამაყობ, რომ ობამა ჩვენი პრეზიდენტია. ბარაკს მარტო იმიტომ როდი ვუჭერ მხარს, რომ ისიც შავკანიანი გახლავთ.“