ქაშაყის რულეტები ვაშლშიქაშაყის

ქაშაყის რულეტები ვაშლშიქაშაყის

ინგრედიენტები

ქაშაყის ფილე - 400 გ

ნიახური - 100 გ

არაჟანი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ვაშლი - 3 ცალი

კარტოფილი - 2 ცალი

მწვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად მარილწყალში. გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად.

ვაშლები გაშერით შუაზე, ამოაჭერით გულები და ცოტათი ამოღრუტნეთ. ასევე მოაჭერით ოდნავ ამობურცული მხარე, რათა ვაშლის ფიალები კარგად დადგეს.

ვაშლის ამოშრილი გულები დაჭერით წმინდად, ასევე დაჭერით ნიახურის ღერები წმინდად.

შეურიეთ დაჭრილი ვაშლი და ნიახური კარტოფილს, მოაყარეთ მარილი და დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. შეაზავეთ არაჟნით.

მოათავსეთ სალათა ვაშლის ფიალებში, ზემოდან კი დაასვით ხის ჩხირით დამაგრებული ქაშაყის ფილეს რულეტები.