მეი მასკი აგრძელებს საზოგადოების გაკვირვებას. 71 წლის სუპერმოდელი, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა და სამოსი Christian Siriano-ს გაზაფხული ზაფხულის კოლექციიდან მოირგო.
მეტიც, ცნობილმა ქალბატონმა, რომელსაც ასევე ვიცნობთ როგორც ილონ მასკის დედას, აღნიშნა, რომ მისთვის ყველაფერი წინ არის და ისეთ ცნობილ ბრენდებთანაც აპირებს კოლაბორაციას, როგორებიც Chanel-ი და Gucci-ა.
მეი მასკს უკვე ორმოცდაათწლიანი სტაჟი აქვს სამოდელო ინდუსტრიაში, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც პირველად 2016 წელს მიიღო მონაწილეობა.
"მე გავაგრძელებ მუშაობას მანამ, სანამ ადამიანებს ამის სურვილი ექნებათ. არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას. როცა გადაღებებზე მივდივარ, ახალგაზრდა მოდელებს უხარიათ ჩემი ნახვა. ეს მათ არწმუნებს, რომ შეუძლიათ ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდეთ!,"-აღნიშნა მეიმ Daily Mail-თან ინტერვიუში.