სერ როდ სტიუარტი პროსტატის კიბოსგან გათავისუფლდა. 74 წლის როკლეგენდამ ამის შესახებ პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საჯაროდ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახანს ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, მკურნალობა დროულად დაიწყო. მან კაცებს ექიმებთან დროული ვიზიტისა და შემოწმებისკენ მოუწოდა.
BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად პროსტატის კიბოთი 11 ათასზე მეტი კაცი კვდება.
სერ როდ სტიუარტი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია, რომელსაც მსოფლიოში გაყიდული აქვს 100 მილიონი ჩანაწერი.