2001 წლის 29 ნოემბერს, ლოს–ანჯელესში, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა ყველაზე მოკრძალებული “უმცროსი ბიტლი“ – ჯორჯ ჰარისონი, რომლის უკანასკნელი სიტყვები იყო: “გიყვარდეთ ერთმანეთი!“.
ჯორჯ ჰარისონი 1943 წელს დაიბადა. იგი, 1970 წლამდე “ბითლზის“ ლეგანდარული წევრი და თანაკომპოზიტორი იყო. მან “ბითლზის“ დაშლიდან მალევე გამოუშვა ალბომი All Things Must Pass (1970), რომელშიც მისი შესანიშნავი ახალი სიმღერები შევიდა - All Things Must Pass ; My Sweet Lord; What Is Life; Wall of Sound; - მას ჩაწერაში აგრეთვე ეხმარებოდნენ მისი მეგობრები - ერიკ კლაპტონი; დეივ მესონი; ბილი პრეტსონი; რინგო სტარი... ამ ალბომს- triple album-საც ეძახდნენ.
1971 წელს მან გამართა ბანგლადეშისათვის კონცერტი. ნიუ იორკის სკვერში, ჯორჯმა ბანგლადეშის დასახმარებლად კონცერტი გამართა და შესრულდა ჰიტი -Bangladesh. კონცერტს 40 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ეს კონცერტი ძირითადად მიეძღვნა ბანგლადეშის საშინელ ომს. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ - ბობ დილანი , ერიკ კლაპტონი, ბილი პეტერსონი, ლეონ რუსელი და ასევე მისი “ბითლზელი“ მეგობარი-რინგო სტარი.
ამის შემდეგ 1973 წელს მან გამოუშვა სტუდიური ალბომი - Living in the Material World და ალბომის პირველი სინგლი - Give Me Love (Give Me Peace on Earth). ეს ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ასევე ამ ალბომში შევიდა ცნობილი სიმღერები- All Things Must Pass და "My Sweet Lord". თითქმის ყველაფერში მონაწილეობდა ჯორჯი. იგი მისი პროდიუსერი და დიზაინერიც იყო.
1974 წელს ჰარისონმა მისი მორიგი ისევ სტუდიური ალბომი Dark Horse გამოუშვა. ეს ალბომი , მის მეუღლესთან - პეტი ბოიდთან დაშორების შემდეგ გამოუშვა და ნაწილობრივ მასაც მიუძღვნა.
1980 წლამდე ჯორჯმა კიდევ რამდენიმე ლეგენდარული ალბომიც შექმნა. იგი აგრძელებდა სულიერ ზრდას. დაკავებული იყო მებაღეობით, შექმნა საკუთარი კინოკომპანია "Hand Made Films". 1985 წელს ჰარისონი დაუბრუნდა მუსიკას ალბომით "Cloud Nine", ხოლო მისი კინოკომპანია წარმატებით მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში.
თუმცა, ჰარისონმა ვერაფერი გააწყო დაუმარცხებელ სენთან – კიბოსთან. რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც.
ჯორჯ ჰარისონი “ბითლზის“ მორცხვ წევრად წოდებული გმირია. ჯორჯი “ბითლზში“ ცოცხლობს და მის გარეთაც...