მაშინაც კი, როცა შენს გარეგნობას ცხოვრებაში უდიდესი წარმატება მოაქვს და გულშემატკივრების მთელი არმიაც გყავს, შესაძლებელია გქონდეს კომპლექსი, რომელიც სხვებისთვის ღიმილისმომგვრელი გახდეს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ქენდალ ჯენერზე ვსაუბრობთ, 23 წლის ამერიკელმა მოდელმა საკუთარ "ნაკლოვანებაზე" ღიად ისაუბრა.
გოგონამ ნახევარდის - კიმ კარდაშიანის უახლესი ხაზის სარეკლამო ვიდეორგოლში ისაუბრა საკუთარ თავზე, რადგან კოლექციაც სწორედ სხეულის ფორმების საუკეთესოდ გამოჩენას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად სიმაღლე მოსწონს.
ხოლო რაც შეეხება ნაკლს, თავდაჯერებულობას ხშირად განიერი მხრების გამო კარგავს.
ჩანაწერი მოდელის სურვილით სრულდება - მას უნდა, რომ ადამიანები ცოტათი უფრო კეთილმეგობრულები იყვნენ და შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს სწორედ ამას შეცვლიდა ამ სამყაროში.