რომელი ჰოლივუდური ფილმია ყველაზე ძვირადღირებული? - ამ კითხვას პასუხს Hollywood Reporter სცემს. გამოცემის მიხედვით, 1963 წელს გადაღებული ფილმი „კლეოპატრა“ ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია, რადგან ის $44 მილიონი დაჯდა (ახლანდელი $365 მილიონის ტოლფასი).
ასევე, ამ ფილმმა, რომელშიც მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი თამაშობდა, $57.8 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც ახლანდელ $480 მილიონს უტოლდება.
„კლეოპატრა“ ისტორიული ჟანრისაა და მას 4 ოსკარიც აქვს მოპოვებული.