ნინო ხაჩიძე:

ნინო ხაჩიძე: "ოღონდ აქ იბადება კითხვა: რის სანაცლოდ? მე არ ვიცი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მოხდება ჩვენს ტყავზე"

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასხდნენ სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი და გაინაწილეს მსოფლიო, ზოგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგან - მხოლოდ გავლენით, იმიტომ რომ დაპირისპირებული ბანაკები (ყოველ შემთხვევაში, ასე ხდებოდა ევროპაში ბოლო საუკუნეების განმავლობაში) ცდილობდნენ, უშუალოდ არ მიებჯინათ თავიანთი საზღვრები ერთმანეთისთვის და ქმნიდნენ ე. წ. ბუფერულ ზონებს, ასეთი ბუფერული ზონის როლს ასრულებდა პოსტ-სოციალისტური ქვეყნები, ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიაც. ეს წესრიგი დაირღვა 1990-ან წლებში და დასავლეთს მიეცა საფუძველი, მჭიდროდ მიახლოებოდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდათ პრობლემები მოლდოვა-უკრაინას - ევროპული მიმართულებით (ბელორუსიას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია წლების წინანდელი შეთანხმება ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ) და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანს - სამხრეთ კავკასიაში (მართალია, თურქეთს ამჟამად რთული ურთიერთობა აქვს ნატოსთან, მაგრამ თურქეთის პოზიცია იქნება თუ არა რუსეთზე ორიენტირებული გრძელვადიანად, არავინ იცის).

ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის აშშ-ს სჭირდება სამხრეთ კავკასიის და მისი ერთადერთი მოკავშირე და დასავლური ყაიდის ქვეყანა საქართველოს ტერიტორია (განსაკუთრებით, თურქეთ-ნატოს რთული ურთიერთობის გათვალისწინებით და რომც არ იყოს ეს რთული ურთიერთობა, რელიგიური ფაქტორის გამოც), როგორც ერთ-ერთი მიმართულება (ამ კონტექსტში მოიაზრება შავი ზღვის "ნატოს" ზღვად ქცევა და სამხრეთ კავკასიის დერეფნით შუა აზიის დასავლეთთან დაკავშირება). ამ მიზნების მისაღწევად აშშ-სთვის სავსებით საკმარისია ის ტერიტორია, რომელსაც იურიდიულად და ფაქტობრივად ფლობს საქართველო (ანუ სეპარატისტული რეგიონების გარეშე). ეს რეალობა აშკარა იყო 2002 წელსვე, როდესაც აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა სამთავრობათაშორისო შეთანხმება (პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და მისი შინაარსი, ვფიქრობ, არ მოეწონება ჩვენის აზოგადოების უმეტეს ნაწილს) და დაიწყო "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომლის მიზანიც იყო და დღემდე ასეა ქართული კონტინგენტის კოალიციის სამხედრო მიზნებისთვის გაწრთვნა (მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა). შესაბამისად, აშკარა იყო რუსეთის ფედერაციისთვისაც, რომელმაც პრობლემის გადაწყვეტა ნაწილობრივ მოახერხა 2008 წელს და გამაგრდა და დაიკავა საქართველოს სტრატეგიული ადგილები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (რითაც გაიმაგრა ჩრდილო კავკასია) და ქართველი მოსახლეობისგან დაცალა აღნიშნული რეგიონები, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთელი ტერიტორიის დაკავება, იმიტომ რომ საქართველოს პრეცედენტი დადებითად მოქმედებს ანტირუსულ განწყობებზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, ჩრდილო კავასიაში, თავისთავად - სამხრეთ კავკასიაზეც.

რასმუსენის პირით შემოთვლილი შემოთავაზება (რაც რფ-ის ხელმძღვანელობამაც გაიგონა, ცხადია, იმას გარდა, რომ ასეთი ვარიანტი ექნებოდათ კიდეც განხილული შესაძლებლობად და, სავარაუდოდ,. მასზე რეაგირების მეთოდებიც დამუშავებული) შესაძლოა, ნიშნავდეს ტერიტორიის განაწილების მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ტერიტორია, ფაქტობრივად, უკვე განაწილებულია დასავლეთსა და რუსეთს შორის (ტერიტორიის ნაწილზე დგას რუსული სმხედრო ბაზები, დანარჩენ ნაწილზე კი, შავი ზღვის ჩვენ მიერ კონტროლირებადი მონაკვეთის ჩათვლით, საჭიროებისამებრ, თავისუფლად გადაადგილდებიან ნატოელი სამხედროები და ტექნიკა). იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთისა და, განსაკუთრებით, აშშ-ს სიტყვიერი დეკლარაცია არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი, თუკი ამ შემოთავაზების პარალელურად იქნება ეს დათქმაც, იმ შემთხვევაშიც, თუ მეხუთე მუხლის არგავრცელებას დავთანხმდებით (ან კი რატომ არ უნდა დავთანხმდეთ?!) სეპარატისტულ რეგიონებზე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ბედისწერა არ იცვლება, ოღონც ჩნდება რეალური საშიშროება, რომ რფ-მაც მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (საფუძვლით - უკეთ დაიცავს ნატოს წევრი საქართველოსა და ნატოს ექსპანსიისგან და რუსეთის ხელისფლებას შიდა ბაზრის საკვებად საზრდოსაც გაუჩენს მიწების შემგროვებლის კონტექსტში).

არის სხვა საფრთხეებიც, მაგრამ ორივე, აშშ-ც და რფ-აც საქართველოში მათი გავლენის ქვეშ არსებული ტერიტორიებითაც შეძლებენ თავიანთი ამოცანების გადაჭრას. თანაც - გავითვალისწინოთ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ოქროს ფასი ედება დასავლეთისთვის მიწის თითოეულ გოჯს, რომელსაც თუნდაც მინიმალური როლის შესრულება შეუძლია ახლო აღმოსავლურ საომარ თეატრში.

შესაბამისად - მხარეები ან შეთანხმდნენ საქართველოს ტერიტორიის განაწილებაზე, ან ეს უბრალოდ ასე გამოვა.

ოღონდ აქ იბადება კითხვა: რის სანაცლოდ? მე არ ვიცი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მოხდება ჩვენს ტყავზე.

სოციალისტი ყოჩაღ ქალბატონო ნინო! გაქებ!
4 წლის უკან
trampi რასაც ეს ქალი ამბობს და აზროვნებს, როგორ ეს ჩვენმა ,,მოაზროვნე ანალიტიკოსება,, არ იციააან და ვერ ხვდებიააან??
იციან, იციან..... გადასარევად იციან,....... მაგრამ მერე გრანტიიიი??
4 წლის უკან