ვარსკვლავების 11 სილამაზის რჩევა მოგზაურობისთვის

ვარსკვლავების 11 სილამაზის რჩევა მოგზაურობისთვის

ბევრ ქალს უწევს წლის მანძილზე საქმის თუ პირადი ინტერესების გამო ცაში ყოფნა. ვარსკვლავები კი გვიმხელენ საკუთარ ხრიკებს თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ფრენის წინ, დროს ან შემდეგ სილამაზის შესანარჩუნებლად.

ქეით უინსლეტი

დიდხნიანი ფრენების დროს უარს ვამბობ მაკიაჟზე და სახეზე დიდი დოზით დამატენიანებელ კრემს ვისმევ. თუ თვითმფრინავის დაჯდომისთანავე სათანადო ფორმაში უნდა ვიყო, მაშინ ქსოვილის ნიღბებსაც ვიყენებ. მართალია, ოდნავ უცნაურად ვგრძნობ თავს როცა სალონში ნიღბით ვზივარ, მაგრამ, თუ აეროპორტის შემდეგ, ეგრევე რომელიმე შოუზე ან გადაღებაზე მივდივარ, ვალდებული ვარ გავაკეთო ისეთი რამ, რაც ჩემ სახეს დაეხმარება გამოიყურებოდეს კარგად, სანამ ჰაერში ვარ.

ზოი კრავიცი

ფრენის შემდეგ მიყვარს ელექსირის - Caudalie Beauty Elixir-ის გამოყენება. ის მომენტალურად აფხილებს და მისი პიტნის სურნელი ძალიან მომწონს. ასევე, Retrouvé ამზადებს პატარა, მოხერხებული ზომის შრატებს, რომლებიც მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. ჩემს ჩანთაში აუცილებლად ნახავთ კორექტორსაც, რადგანაც არასდროს იცი რა მოხდება. ეს ყველაფერი მეხმარება მიწაზე დაბრუნებისას.

კირა ნაიტლი

ძალიან მიჭირს მოვუარო კანს მოგზაურობის დროს. ახლახანს შევიტყვე ასკილის ზეთის შესახებ, რომელიც მეგობარმა მირჩია. ფრენა ცუდად აისახება კანის მდგომარეობაზე, მას უფრო მშრალს ხდის, ამიტომაც გამოვცადე ზეთი და მართლაც მიშველა. ახლა ის ჩემი თანამგზავრია.

ბელა ჰადიდი

ყოველთვის ვატარებ თან ეთერულ ზეთებს და კრისტალებს. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თვითმფრინავში კარგი ენერგეტიკაა, ამიტომაც, ხანდახან მზაფრავს ხშირი ფრენები. დიდ დროს ვატარებ მარტო, ამიტომაც საჭიროა თან სახლის ნივთები მქონდეს. ვცდილობ თვითმფრინავი ჩემს სახლად ვაქციო. ჩემმა ერთ-ერთმა კორეელმა ვიზაჟისტმა, იცოდა რა როგორ ვიღლებოდი, თხევადი ჟენშენის პაკეტები მომცა. საშინელი გემო აქვს, მგრამ საოცარ ენერგიის მოზღვავებას გრძნობ.

დრიუ ბერიმორი

Evian-ის მინი სპრეი ძალიან კარგია. მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომლებიც ფრენის დროს ყოველ ერთ საათში 8 ლიტრა წყალს სვამენ. მე უფრო ის ვარ, რომელიც „სისხლიან მერის“ ითხოვს. ეს უფასოა. არ ვამბობ უარს საშინელ ღვინოზე, არაქისსა და კრეკეკერებზე.

ემილია კლარკი

თან მიმაქვს მთელი კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც წარმოუდგენელია Shiseido-ის გამწმენდი საშუალების, დამატენიანებელი კრემის და თვალების კრემის გარეშე.

ადვოა აბოა

ეს აუცილებელი არაა, მაგრამ საშინელი ჩვევა მაქვს დავრწმუნდე იმაში, რომ გარშემო სისუფთავეა. ბევრი სადეზინფექციო საშუალება იხარჯება იმ გარემოზე, სადაც ვიმყოფები. ასევე, ყველას ვურჩევ არ გამოიყენონ ბალიში და საკუთარი იქონიონ.

მარგო რობი

სახლიდან გასვწლის წინ მაკიაჟი უნდა მესვას, რადგანაც აეროპორტის შესასვლელთან ბევრი პაპარაცი იცდის. მაგრამ, თვითმფრინავში ფრთხილად ვიშორებ. ძირითადად ვიყენებ Johnson & Johnson-ის ხელსახოცებს, შემდეგ Peter Thomas Roth Complexion Correction Pads-ს ჯანსაღი ტონისთვის. ასევე ძალიან მომწონს Aesop Immediate Moisture Facial Hydrosol და Caudalie Beauty Elixir. ფრენისთვის სპეციალური კოსმეტიკის ჩანთა მაქვს, რომელიც თან წასაღებად კომფორტულია. ყველა პროდუქტი შესაბამისი ზომისაა და თვითმფრინავში მათი ატანაც დაშვებულია.

ჯესიკა ჩესტეინი

ვფიქრობ, ფრენის დროს სახეზე ბევრი კოსმეტიკა არ უნდა გვესვას. ჰაერი თვითმფრინავში ძალიან მშრალია, ამიტომაც ბევრ ვარდისფერ წყალს ვიყენებ. მომწონს მისი სურნელი. ის ადუნებს და ამშვიდებს, კანისთვისაც სასარგებლოა. ასევე თვითმფრინავში ნიღბებსაც ვიკეთებ, უცნაური შეგრძნებაა, როცა ვიღაც მიცნობს. ძირითადად ვიკეთებ ნიღაბს და ვიძინებ.

ჰეილი ბიბერი

არ მიყვარს მაკიაჟით მოგზაურობა. ფრენის დროს არ ვიყენებ ნიღბებს, მაგრამ ბევრ დამატენიანებელ კრემს ვისმევ. ასევე, ვსვამ დიდი რაოდენობით წყალს.

კრისტი ტარლინგტონი

მოგზაურობის დროს დამატენიანებელი კრემის ორმაგ დოზას ვისმევ. ჩვეულებრივ ზეთის სტრუქტურაზე და არ ვიყენებ კოსმეტიკას. ვცდილობ ბევრი წყალი დავლიო, ვთვლი, რომ ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. იყო დრო როცა არც ვჭამდი და არც ვსვამდი ფრენის დროს, მაგრამ ეს მშვენივრად აჩქარებს დროს.