"როგორც რიგითი მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისათვის ტერმინმა ,,პასუხისმგებლიანი მთავრობა" სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა"

უმრალვესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ თბილისის მერს კახა კალაძეს სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისათვის ტერმინმა ,,პასუხისმგებლიანი მთავრობა" სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა და ეს განცდა უკავშირდება თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილებას, რომელიც 2500 ოჯახისათვის, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხელახალ დაბადებას ნიშნავს, ხოლო ათასობით ამ ტიპის პრობლემის მქონე ადამიანს უქმნის მყარ იმედს იმისას, რომ ხვალ აუცილებლად დადგება მათი ჯერი და უმტკიცებს რწმენას იმისას, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მათზე.

მადლობა თბილისის მერს და სამშენებლო კომპანია m2  ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალიახმევისათვის!