მსოფლიოში 420 მილიონზე მეტი ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს

მსოფლიოში 420 მილიონზე მეტი ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს

კონფლიქტებით გამოწვეული ტრავმის გამო მსოფლიოში 24 მილიონ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ორგანიზაცია შავე ტჰე ჩჰილდრენ-ი აცხადებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებებს მოუწოდებენ, უფრო მეტი გააკეთონ ბავშვების დასაცავად, ვინაიდან კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 420 მილიონზე მეტს აღწევს.

რიცხვებში გამოხატული ვითარება კი ასეთია:

- 142 მილიონი ბავშვი ცხოვრობს კონფლიქტის ინტენსიურ ზონაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ ომის გამო 1000 ადამიანი იღუპება;

- ორი წლის განმავლობაში ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ქვეყნების განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსების მხოლოდ 0.14% იყო მიმართული;

- კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ან კონფლიქტის ზონიდან გადაადგილებულ პირთა 17%-ს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბავშვების მძიმე მდგომარეობა იემენსა და სამხრეთ სუდანში, ასევე მიანმარში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმი ბავშვების მდგომარეობა.