იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავისა“ და დემოკრატიული პარტიის კოალიციას მხარი 169 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 133 წავიდა. ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს.

მანამდე ჯუზეპე კონტეს მთავრობას პარლამენტის ქვედა პალატამაც დაუჭირა მხარი. მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ და მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტია წარსულში ოპონენტები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ წინა კოალიციიდან საკუთარი პარტია გაიყვანა, ოპონენტებმა ახალი კოალიციის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.