ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას 86 მიგრანტი დააკავეს

ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას 86 მიგრანტი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას 86 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

მიგრანტები საფრანგეთიდან ბრიტანეთში 6 ნავით ცდილობდნენ გადასვლას. ბორტზე ქალები, კაცები და სავარაუდოდ მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ერთ დღეში 86 მიგრანტის დაკავება რეკორდული მაჩვენებელია.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ამ უკანონო და სახიფათო ფაქტების აღკვეთის მიზნით საფრანგეთის მთავრობასთან ყველა დონეზე თანამშრომლობს.

2019 წელს ლამანშის სრუტის გავლით ბრიტანეთში 1100 მიგრანტზე მეტი გადავიდა.