ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ  რევოლუციური სცენარი ვერ განავითარა, ისინი არეულობის მცდელობებით არიან დაკავებული

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ რევოლუციური სცენარი ვერ განავითარა, ისინი არეულობის მცდელობებით არიან დაკავებული

„ნაციონალურმა მოძრაობამ რევოლუციური სცენარი ვერ განავითარა, ისინი არეულობის მცდელობებით არიან დაკავებული“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კი ბატონმა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ შესახებ გააჟღერა პარლამენტში, საკმაოდ უცნაური და გაურკვეველი სურათი დაიხატა - მას გადასცეს წერილი, რომელშიც მისი თქმით გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდნენ. კითხვაზე, ვისგან იყო წერილი და ვინ გადასცა მას, ცოცხალი თავით არ პასუხობდა, არ ითანამშრომლა არც პროკურატურასთან, დაიზღვია რა თავი შესაძლო ცრუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა სხვადსხვა სატელევიზო ეთერებში უხვად აფრქვევდა დამაინტრიგებელ კომენტარებს, რომელსაც პოლიტიკური ბრალდებების ელფერი გადაკრავდა. მიზანი, თითქოს და მარტივი ჩანდა - ნაციონალების გააქტიურების ფონზე ვისღა ემახსოვრებოდა ამ წერილის შესახებ და თუ გახარიას ჩამოიშორებდნენ პოლიტიკიდან ან თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ხომ საერთოდ ვის ემახსოვრებოდა წერილის შესახებ. ქართულ პოლიტიკურ ველზე სულ სხვა მოცემულობა მივიღეთ - გიორგი გახარია არათუ პოლიტიკას ჩამოშორდა, არამედ პრემიერი გახდა (სხვათა შორის სწორედ მისი პიროვნული და მენეჯერული თვისებები აღმოჩნდა გადამწყვეტი, რის გამოც მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა უჭერს მხარს). „ნაცებმა“ მიუხედავად მრავალი მცდელობისა რევოლუციური სცენარი ვერ განავითარეს და მხოლოდ უნიჭო საცირკო პერფორმანსებით და არეულობის მცდელობებით არიან დაკავებული. ბატონ ხაზარაძეს კი ისღა დარჩენია, რომ შეძლებისდაგვარად მშრალი და უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ რეალური სიტუაციიდან“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.